8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ღონისძიების შესახებ

ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით.                  ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის. დღეს, უდიდესი ქართველის,                                                               წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას.

გაზიარება